LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნება ენერგეტიკაში: ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

300
78888

“გავრილოვის ღამის” ცნობილი მოვლენების შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტი მალევე დატოვა. ის ახლახან გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ყოფილმა პარლამენტარმა თავად დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ კონკურსის გარეშე დანიშნეს.

კითხვაზე, ხომ არ გაუჭირდებოდა პარლამენტიდან ენერგეტიკის სფეროში გადანაცვლება, ქუცნაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ სფეროს კარგად იცნობს, რადგან 2005-2006 წლებში ის ელექტროსაბითუმო ბაზარში იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.

შპს “გარდაბნის თბოსადგური” გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოსადგურს მართავს. მისი მფლობელები წილით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – “საპარტნიორო ფონდი” (49.092%-იანი წილი) და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (50.908%-იანი წილი) არიან.

დადგა დრო, დუმილი დავარღვიო – ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობას ემშვიდობება

შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება გასული წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დატოვა.
საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები