1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედრები 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.
მებრძოლები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.
ესენი არიან ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი/ჩოხელი, ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი.
აფხაზეთიდან კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს
დღეს, 23 აპრილს, ნეშტებს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 24 აპრილს, 14:00 საათზე მოხდება მათი გამოსვენება.
ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა, სხვადასხვა ლოკაციებზე დაიგეგმა.
ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
ოჯახების სურვილით, ორ მებრძოლს – მიზდონ გაზდელიანს სამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილს ბოლნისში დაკრძალავენ.
ცხედრების დაბრუნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით მოხდა.