თბილისის მოსახლეობის ნაწილი ტრამვაის თბილისში დაბრუნებას მოითხოვს, ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება.
„ჩვენს ქალაქს სჭირდება თანამედროვე, მაღალი კლასის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტრამვაის დაბრუნებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, პირველ რიგში ეკოლოგიური თვალსაზრისით დაეხმარება ქალაქს, რადგან ელექტროენერგიაზე მუშაობს და არ გამოყოფს გამონაბოლქვს; განმუხტავს გზებს რადგან, ერთი მცირე ტრამვაის ვაგონი იკავებს 3 ავტომობილის ადგილს და გადაყავს 10-15-ჯერ მეტი მგზავრი, შემცირდება საკუთარი ავტომობილით გადაადგილების საჭიროება; მოსახერხებელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება გაცილებით მიმზიდველი და კომფორტული,“ – ნათქვამია ონლაინპეტიციის ტექსტში, რომელსაც ხელს 2390 ადამიანი აწერს.