LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრმავებული ბარსელონა და შვილები 9 თვის შემდეგ – ამბები მოკლედ

51
mini-2020-02-08-ENTRENO-54

“ინტერმა” სერია ა-ში “მილანს” მოუგო 2 გოლიანი ჩამორჩენის შემდეგ, რაც ისტორიაში მეორედ მოხდა. 71 წლის შემდეგ.

“ინტერმა” ზედიზედ 4 თამაში მოუგო “მილანს” ისტორიაში მესამედ.

38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყველაზე ასაკოვანი გოლი ავტორია მილანური დერბის ისტორიაში.

“ბარსელონამ” ბოლო 5 გოლი ლა ლიგაში მესის პასებით გაიტანა.

მესიმ სანჩოს მერე გაიტანა 10+ გოლი და გააკეთა 10+ ასისტი ტოპ 5 ლიგაში. ლეოს 24 ქულა აქვს.

“ბაიერნმა” ვერ გაიტანა ბუნდესლიგის შეხვედრაში პირველად 2019 წლის მაისის შემდეგ. მაშინაც “ლეიპციგის” წინააღმდეგ.

 

კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეათე შეხვედრაში გაიტანა და “იუვენტუსის” საკლუბი რეკორდი დაამყარა.
სერია ა-ს მასშტაბით ასეთი რამ მხოლოდ ეციო პასკუტის (“ბოლონია”) გამოსვლია 1962/63 წლებში.
ჩემპიონატის რეკორდი არგენტინელ გაბრიელ ბატისტუტას ეკუთვნის, რომელმაც 1994/95 წლების სეზონში ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა “ფიორენტინას” რიგებში.

რონალდოს 51 ქულა (41+10) აქვს სერია ა-ს 51 მატჩში.

რონალდო იტანს 20+ გოლს ზედიზედ მე-11 სეზონია.

 

ზიდანი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, როდესაც “რეალის” ვარჯიშზე მიდიოდა. კარგადაა, ისეთი არაფერი.

მატს ჰუმელსი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ბუნდესლიგის ბოლო 12 სეზონში გოლს იტანს.

კოუტინიო შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს. პსჟ, “ლივერპული” და “არსენალი” ასევე სიაში არიან (Calciomercato).

კოკე ასისტებით სუარესს დაეწია ლა ლიგაში ბოლო 10 სეზონში. წინ მხოლოდ მესი და ბენზემა არიან.

“ბარსელონას” ზამთარში ინიესტას იჯარა სურდა.

კიკე სეტიენმა “ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის ახალი ჩელენჯი მოიფიქრა – მათ ვარჯიში თვალახვეულებმა ჩაატარეს. ასეთი ვარჯიში მოძრაობის კოორდინაციას და სივრცეში ორიენტაციას აუმჯობესებს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=22&v=ojHGuFUe5KY&feature=emb_logo

 

სალაჰს და ჰენდერსონს შვილები შეეძინათ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დაუვიწყარი ქემბექიდან… 9 თვის შემდეგ. აი თურმე როგორ აღნიშნეს ის დაუვიწყარი გამარჯვება.

იურგენ კლოპი თვის საუკეთესო მწვრთნელი მეხუთედ გახდა და გვარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა.

დელე ალიმ კორონავირუსის თაობაზე იხუმრა და ხალხს აზიური იერით დასცინოდა. ფეხბურთელი რასიზმში დაადანაშაულეს.

“სიტისა” და “ვესტ ჰემის” მატჩი შტორმ “სიარას” გამო გადაიდო.
გლადბახის “ბორუსიას” და “კიოლნის” შეხვედრაც გადადეს ქარიშხალ “საბინას” საშიშროების გამო.

ერედივიზიის კვირის თამაშებიც შტორმის გამო გადაიდო.

ფაბიან რუისი “ბარსელონას პრიორიტეტია ზაფხულში (Cadena Ser).

“ხეტაფეს” ფორვარდმა მოლინამ ლა ლიგაში 50 გოლი გაიტანა 30 წლის შემდეგ, ხოლო ამ ასაკამდე მხოლოდ 5 გოლი ქონდა გატანილი.

 

 

ნიდერლანდების მთავრობამ 14 მილიონი ევრო გამოყო სტადიონებზე რასიზმთან საბრძოლველად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები