მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომელიც მთლიანად მინისაა, ტურისტებისთვის პოპულარულ აზიურ ქვეყანაში – ვიეტნამში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას The National News ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეითთა ხიდი „ბაჩ ლონგი“ რომლის დასახელებაც ისე ითარგმნება როგორც – „თეთრი დრაკონი“, 150 მეტრის სიმაღლეზეა აგებული და 632 მეტრის სიგრძისაა. ულამაზესი კონსტრუქცია ჯუნგლების თავზეა გადაჭიმული და როგორც პროექტის ავტორები ამტკიცებენ, ერთდროულად 450 ადამიანის წონის გაძლება შეუძლია.
ასე რომ, მასზე მოსეირნე ტურისტებს შეუძლიათ ულამაზესი პეიზაჟები დაათვალიერონ, თანაც პირდაპირ ფეხქვეშ. ამასთან, სიგრძის დამსახურებით ხიდი სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდება.