დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ფეხბურთელის დაბადების დღეა – კახა კალაძე 41 წლის გახდა.
კალაძეს დაბადების დღე „მილანმა“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიულოცა და თან მოკლე ვიდეო დაურთო.
„მან „როსონერიში“ 284 მატჩი ჩაატარა, დღეს 41 წლის გახდა. ვულოცავთ დაბადების დღეს“, – ასეთი წარწერა ახლავს ვიდეოს.
კახა კალაძე იტალიურ კლუბში 2001-2010 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში 12 გოლი გაიტანა. „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება კახა კალაძემ ორჯერ მოახერხა, ხოლო იტალიის ჩემპიონატი ერთხელ მოიგო.
სულ კახას 22 ტიტული აქვს მოგებული, აქედან 8 იტალიურ გრანდში, 6 კიევის „დინამოში“ და 8 – თბილისის „დინამოში.
კალაძე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ის ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, კალაძე პოლიტიკაში წავიდა, 2012 წელს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახდა, 2017 წლის ნოემბრიდან კი თბილისის მერია.