LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი და შსს-ს დამატებითი ძალები ჩაერთვნენ

63

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დილიდან ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები