სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ დაინტერესებულ პირებს ქონების ხანძრისგან დაზღვევას წელიწადში 50 ლარად სთავაზობს.
„სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს, ხანძრის დაზღვევას, გამორჩეული პირობებით და დაფარვებით. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხანძრის 15 222 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულმა სტატისტიკამ საჭირო გახადა ისეთი პროდუქტის შექმნა, რაც მოსახლეობას ხანძრით გამოწვეული რისკებისგან დაიცავდა. ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, „ალდაგმა“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი, ხანძრის დაზღვევა შექმნა, 50 000 ლარიანი ლიმიტი წელიწადში მხოლოდ 50 ლარი ეღირება და ხანძრით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს სრულად დაფარავს.
„ალდაგის“ ახალი პროდუქტი გათვალისწინებულია როგორც კერძო სახლების, ასევე ბინების მფლობელთათვის. 50 ათას ლარიანი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში მომხმარებლები კუთვნილი ქონების რემონტის და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზღვევას ხანძრის, აფეთქების, მეხის დაცემისა და სხვა რისკებისგან შეძლებენ. ხანძრის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ fire.aldagi.ge ან „ალდაგის“ მომსახურების ცენტრებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დასაზღვევი ქონების ზუსტი მისამართის წარდგენის საფუძველზე“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.