LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაათვალიერეთ ნინო კასრაძის ულამაზესი სახლი და ეზო ქალაქგარეთ (ვიდეო)

804

ლიკა ევგენიძე„რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემისთვის ნინო კასრაძეს შინ ესტუმრა და მას უამრავი შეკითხვა დაუსვა, რაზეც მსახიობმა სიამოვნებით უპასუხა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინო კასრაძე ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება, მისი თაყვანისმცემლებისთვის ეს მსახიობის ეკრანს მიღმა დანახვის იშვიათი შემთხვევაა.

ნინო კასრაძე 14 წელია, ქალაქგარეთ ცხოვრობს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მოსწონს – „ახლა კარგად არ ჩანს, მაგრამ გაზაფხულიდან აქ სულ ვარდებია. შეუძლებელია, აქ იცხოვრო და არ იყო ჩართული ამ საქმიანობაში რაღაც დოზით მაინც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ჩემი ხელით ბევრი რამ მაქვს გაკეთებული“.

ლიკას შეკითხვას, რა მუსიკას უსმენს, ნინო პასუხობს: „მინდა, ჩემს შვილთან, თინეიჯერთან ახლოს ვიყო, მიგზავნის და მიგზავნის, რეპით არის გატაცებული და მეც ასევე“.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან უნდა, მღეროდეს და იყოს ოპერის მომღერალი, „სცენიდან ვერ ჩამომსვამდით“, დასძინა ღიმილით ნინო კასრაძემ.

როგორი დიასახლისია ცნობილი მსახიობი? – „ამბობენ, რომ კარგად ვამზადებ“, ამბობს ნინო და „შუადღის“ გადაცემას საკუთარ სამზარეულოს უჩვენებს.

მსახიობი ყველაზე დიდ მიღწევად ოჯახს ასახელებს. ყველაზე მეტად ადამიანებში გულწრფელობას აფასებს, ცნობილი მსახიობებიდან მერილ სტრიპთან იმეგობრებდა… სანანებელი ცნობილ მსახიობს აქვს, – „ძალიან ხშირად ვამბობდი შემოთავაზებებზე უარს. იქ თამაშობდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა ცოცხლები აღარ არიან. კარგი იქნებოდა, რომ მათთან ერთად მეთამაშა“. საუკეთესო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში მასწავლებლისგან მიიღო, არის, რომ პროფესიაში ეჭვიანი არ უნდა ყოფილიყო, „არ ვიცი, ბოლომდე დავძლიე თუ არა ეს თვისება, მაგრამ ეჭვიანობა ყველასთვის საშინელებაა..“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები