LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაასრულე კომენდანტი” – 3 აპრილს აქცია-მსვლელობა დაანონსდა

125
aktsia-0

კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით, მოძრაობა “სირცხვილიამ” კიდევ ერთი აქცია დააანონსა.

მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:
• ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი – “სირცხვილია”
• ივანე ჯავახიშვის სახელმწიფო უნივერსიტეტი – “სოცაფეთქება”, “დროა”
• ვაკის პარკი – “გირჩი”
• ორთაჭალა (პროკურატურის წინ) – “მოძრაობა საქართველოსთვის”
• მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე.
• 21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს.
• საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ. არტისტების სრული სია მალე გასაჯაროვდება”.- წერს მოძრაობა “სირცხვილია”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები