LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაარღვიე დაკანონებული წესები – GIRLS CAN DO ANYTHING უკვე საქართველოშია

219

ენერგიის ახალი დოზა იმისთთვის, რომ გაბედულად ვიმოქმედოთ და გავძლიერდეთ. სუნამო, რომელიც ახალგაზრდა, კომუნიკაბელური, ელეგანტური და თანამედროვე ქალისთვის შეიქმნა – უკვე საქართველოშია.

პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს ბრენდ ZADING&VOLTAIRE-ის ახალი სუნამო წარუდგინა, სახელწოდებით GIRLS CAN DO ANYTHING.

როგორც „ფორტუნას”„ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს დღეიდან უკვე „ისი-პარის” ყველა ფილიალში, სრულიად საქართველოს მასშტაბით შეუძლია. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 90 მილილიტრიან შეფუთვებში.

ქალი, რომელიც ამ სუნამოს იპკურებს არის მარად ახალგაზრდა, კომუნიკაბელური, ელეგანტური და თანამედროვე. იგი დამოუკიდებელი და მუდამ თავდაჯერებულია. თავისუფალია იქ, სადაც არ ელიან მის თავისუფლებას, თამამად ირგებს ბაიკერის ქურთუკს აბრეშუმის კაბაზე. ეს არის ფუჟერული სურნელი, მამაკაცური გავლენით და საოცრად ქალური დასასრულით”, – ამბობს ხატია შამუგია და დასძენს, რომ ეს სიტყვები სუნამოს მთავარ პარფიუმერს Quentin Bisch-ს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ბრენდმა ZADING&VOLTAIRE 2017 წელს წარმოგვიდგინა მოდების ჩვენება, რომელმაც მთელს მსოფლიოს გაუგზავნა ნათელი და ძლიერი მესიჯი: GIRLS CAN DO ANYTHING. სწორედ ეს სლოგანი გახდა სახელი გამორჩეული სიძლიერის, რომელიც ნათლად გამოხატავს ბრენდის ღირებულებებს და ახალი სუნამოს კონცეფციასაც.

რაც შეეხება ახალი სუნამოს არომატს: ეს არის მუშკისებრ-მერქნოვანი-ფუჟერული არომატი. სურნელი სავსეა კონტრასტებით: ნათელი და ნაზი, მხურვალე და თბილი.

არომატში ვხვდებით მკვეთრი ამბროქსანის გადაჭარბებულ დოზას, ასევე თამამი და დელიკატური მსხლის და ტონკაბინის შერწყმას. ინტენსიური ვანილის სურნელი კი გამდიდრებულია მუშკით. ახალი ფუჟერული არომატი ასევე შეიცავს მუხის ხავსის და სურნელოვანი ვარდის აკორდებს, ალდეჰიდური შლეიფით…

როგორც „ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, მრავალფეროვანი და პროვოკაციული სურნელი ასევე აერთიანებს ბერგამოტრის, ფორთოხლის ყვავილისა და სანდალოზის განუმეორებელ კომბინაციას.

ZADING&VOLTAIRE -ის ეს არომატი განასახიერებს ქალურობის ახალ, თავისუფალ და გაბედულ სტილს, გათავისუფლდი სტანდარტული აზროვნებისგან, იყავი დამოუკიდებელი საკუთარ არჩევანში, შეხედულებებსა და ქმედებაში. თავისუფლება მიანიჭე საკუთარ გონებას და სხეულს, დაარღვიე დაკანონებული წესები. გაიმრავალფეროვნე გამოცდილებები, მამაკაცური სიძლიერისა და იდეალური ქალურობის შერწყმით”, – აღნიშნავს ხატია შამუგია.

მისივე თქმით, ZADING&VOLTAIRE-ის ეს სუნამო არის ფემინიზმის ახალი ტალღა, რომელიც ყველაფერს ცვლის- ეს არის სასიამოვნო და ამაღელვებელი რევოლუცია, თამამი, მღელვარე და განუმეორებელი კონტრასტებით.

და ბოლოს, სუნამოს ფლაკონი:

იუმორის, ოპტიმიზმის, ენერგიისა და ქალურობის კონცენტრატი მოთავსებულია კრისტალურ ფლაკონში. ფლაკონის დიზაინი მოდის წყლის ბოთლის შთაგონებისგან, რომელსაც მოდების ჩვენების განმავლობაში სტუმრებს სთავაზობდნენ. ძვირფასი მეტალის თავსახური კი გამოხატავს ვინტაჟური მანქანის აქსესუარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები