LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაახლოებით 6 საათი ვეძებდით ტყეში… დავით! ბერო! ამ ომს მოვიგებთ, გპირდებით: დავით ქაცარავა

474
BeFunky-collage (13)

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ომში დაღუპულ ქართველ მეომრებს მიმართავს და ორკებთან შეტაკების ფაქტებს იხსენებს.

“გუშინ ირპენში, ორკებთან შეტაკების შემდეგ, სადაც საერთაშორისო ლეგიონის ქვედანაყოფმა 3 ბმდ და შესაბამისი ცოცხალი ძალა გაანადგურა, ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორნების ცეცხლის შედეგად ჩვენი ძმები, უმამაცესი ქართველი მეომრები, დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპნენ.

დაახლოებით 6 საათი სამი ჯგუფი ვეძებდით მათ ტყეში… ვიპოვეთ.

ორივე ვაჟკაცი გამოყვანილია. მალე გადმოვასვენებთ საქართველოში და ღირსეულად მივაბარებთ მშობლიურ მიწას.

დავით! ბერო!

ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ! გპირდებით!

ოდესმე შევხვდებით და ბევრ რამეს მოგიყვებით!

მიყვარხართ, ძმებო…

დროებით…”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

დღეს, 19 მარტს 15:00 საათზე, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები