LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს – დავით სერგეენკო

98

დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრის გახსნის დროს განაცხადა, რომელსაც  აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდთი ესწრებოდა.

„ჩვენი გათვლებით, დარჩენილია 100 ათასი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს და ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიას და ასევე, რაც ყველაზე პრაგმატულია ე.წ. სკრინინგულ კვლევებს“,- განაცხადა  სერგეენკომ. 

ცნობისთვის, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის კურსში  45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო, მედიკამენტის მიღება კი, უკვე 40 ათასამდე პირმა დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები