თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 31 მამაკაკი, რომელმაც ერთი ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა, კვალის დაფარვისთვის კი საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარ გოგოსთან და კიდევ ერთ ნაცნობთან ერთად ერთ-ერთი პირის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. დაკავებულსა და მის ნაცნობს შორის ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა მასპინძელსა და თავის ნაცნობ კაცს ჭრილობები მიაყენა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სახლის პატრონმა გაქცევა მოასწრო და ის ამჟამად საავადმყოფოშია, ხოლო მეორე პირი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრალდებულის მეგობარმა ქალმა პოლიციას დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.