42 წლის ლუის ანხელ ორტესმა კარანტინის რესტორანში გატარება გადაწყვიტა და ამ მიზნით იგი კონექტიკუტში მდებარე ერთ-ერთ დახურულ რესტორანში შეიპარა. რესტორანში, რომელიც კუბური სამზარეულოს მოყვარულთათვისაა განკუთვნილი, ორტესმა 4 დღე დაჰყო. ამ დროის განმავლობაში მან ათასობით დოლარის ღირებულების საკვები და ლუდი მიირთვა.
ლუისის იდეალური კარანტინი სრულიად შემთხვევით დასრულდა – დაკეტილ რესტორანთან მენეჯერმა ჩაიარა, რომელმაც დაინახა რომ შიგნით შუქი ენთო და უცხო ადამიანი იმყოფებოდა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა.
ნიუ ჰეივენის პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში რესტორანს სხვადასხვა საკვებსა და ლუდთან ერთად 70 ბოთლი ლიქიორი აკლია, რომელიც სავარაუდოდ ორტესმა რესტორნის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთებთან ერთად დაპატიმრებამდე გაიტანა რესტორნის ტერიტორიიდან.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა იგი ათასობით დოლარს შეადგენს.