LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დააჰაჰავეთ” – Facebook-ზე აფხაზეთის დეფაქტო მინისტრის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

88

სირიის მიერ  საქარველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე სოციალურ ქსელით გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ სირიის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია

„დღეს სირიამ აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გილოცავთ ყველას! გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 25-წლისთავზე ამაზე უფრო ლამაზი საჩუქარი არ არსებობს“ – დაწერა დაურ კოვემ.

პროტესტის ნიშნად, “ფეისბუქში” აფხაზეთის დეფაქტო მინისტრის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. სოციალურ ქსელის ქართველმა მომხმარებლებმა  დაურ კოვეს ერთგვარი ფლეშმობით უპასუხეს და   “haha” რეაქციის გამოყენებით  დასცინეს.

ამჟამად პოსტზე დაახლოებით  6 700  haha  რეაქციაა.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=398015470697480&set=a.131272024038494.1073741829.100014670913770&type=3&theater