LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ „გარდიანმა“ წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა

174
და-ჩვენ-ვიცეკვეთ

გამოცემა „გარდიანმა“ წლის მონაცემები შეაჯამა და 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაც გამოაქვეყნა. გამოცემამ 50 საუკეთესო ფილმი დაასახელა და მათ შორის ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) მოხვდა.

ლევან აკინის ნამუშევარმა სიაში 26-ე  საპატიო ადგილი დაიკავა, ის ისეთ ფილმებს უსწრებს, როგორებიცაა „ბორატი“ , „უჩინარი კაცი“  და „ნეტფლიქსის“ დრამა „ბიჭები ბენდში.“

შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა 2020 წლის თებერვალში შედგა, მან უამრავი ჯილდო მოიპოვა, ჯერ შვედეთის სახელით „ოსკარზე“ გაიგზავნა, შემდეგ ჩიკაგოს 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა, მოხვდა „ბიბისის“ თებერვალში სანახავი ფილმების ათეულში, ბრიტანულმა ჟურნალმა კი კანის საუკეთესო ფილმების სამეულშიც შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები