ლევან ვასაძე დაპატიმრების შემთხვევაში ძალოვან უწყებებს სთხოვს “ევროპული საქართველოს” დეპუტატ გიგა ბოკერიასთან ერთად მოათავსონ ორკაციან საკანში.
ვასაძე აცხადებს, რომ ამას ყოველგვარი იუმორის გარეშე ამბობს.
“თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ მაშინ გიგა ბოკერია მაგალითად არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.
ერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე,” -ამბობს ლევან ვასაძე.