LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცურვა ტრანსპორტის ნაცვლად – შვეიცარიის პატარა ქალაქის ზაფხულის ტრადიცია

343

შვეიცარიის საზღვრისპირა და პატარა ქალაქ ბაზელში, რომელიც მდინარის გასწვრივაა გაშენებული, ზაფხულში, ხალხის მასა მდინარე რაინში ინაცვლებს.

სუფთა მდინარეს, კომფორტული ნაპირებითა და სანაპირო ზოლით, როგორც გასაგრილებლად და დასასვენებლად, ასევე გადასაადგილებლად იყენებენ.

ამისთვის მათ თევზის ფორმის წყალგაუმტარი “ტივტივა ჩანთები” აქვთ, რომელშიც მშრალ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ათავსებენ, დანიშნულების ადგილზე მისვლისას, იცვამენ და გზას განაგრძობენ.

ამ მეთოდს ტურისტებიც აქტიურად იყენებენ, ერთი ღირსშესანიშნაობიდან მეორემდე მისასვლელად.

ქალაქში განთავსებული საპირფარეშოები და სპეციალური დუშ – კაბინები ნებისმიერ დისკომფორტს აქრობს, რაც შეიძლება ამ “სველი გზის” დროს გაგიჩნდეთ.

მდინარე რაინზე მაშველები არ პატრულირებენ, დინება კი საკმაოდ ძლიერია, სწორედ ამიტომ გამოიყენებენ აქტიურად ტივტივა ჩანთებს და მასში მარტო შესვლას ერიდებიან.

ზოგჯერ წყალი საკმაოდ ცივია, ამიტომ სანამ მასში შევლენ, ბაზელის მცხოვრებლები წყლის ტემპერატურას
ვებ-გვერდზე ამოწმებენ.

აღსანიშნავია, რომ ბაზელში, გადაადგილებისა და დასვენების ამ მეთოდს, არც თუ ისე დიდი ხანია იყენებენ.

1990 წლამდე მდინარე რაინი, “ღამის კოშმარი” იყო. ის სხვადასხვა ინდუსტრიული საწარმოს ნარჩენების ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა და ტოქსიკური ნარჩენებით იყო დაბინძურებული.

მას შემდეგ, მდინარის ამ კონდინციამდე მისაყვანად, მილიარდობით ევრო დაიხარჯა. შედეგად, მდინარეში თევზების სახეობის გამრავლება დაიწყო, ხალხისთვის კი, მთავარ რეკრეაციულ ზონად იქცა.

ბაზელში, წელიწადში ერთხელ მდინარე რაინში ცურვის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე აგვისტოში აღინიშნება, ზუსტი თარიღი კი ამინდისა და მდინარის ტემპერატურის მიხედვით ისაზღვრება.

ამ დღეს, მდინარეში ერთდროულად უამრავი ადამიანი ჩადის საცურაოდ, რაინის სანაპიროებზე კი, ბარბექიუს წვავენ, სასმელს მიირთმევენ და ცეკვავენ.

https://www.facebook.com/baseltourism/videos/230934507622979/

გადაადგილების ეს მეთოდი ბაზელის მცხოვრებლებს, მხოლოდ განტვირთვისა და გართობისთვის სჭირდებათ, რადგან სატრაპორტო სისტემა, ქალაქში საკმაოდ გამართულია.

იმის მიუხედავად, რომ ბაზელი არც ისე დიდი ქალაქია, აქ ავტობუსებისა და ტრამვაის 10 ხაზამდე მოქმედებს. თითოეულზე დაახლოებით, 4-5 მარშრუტი მოძრაობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აქ დილის 6-დან ღამის 2 საათამდე უპრობლემოდაა შესაძლებელი. ერთჯერადი ბილეთის ფასი კი 3.50 შვეიცარიული ფრანკია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები