LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ცუნამივითაა“ – მეგან ფოქსი კოლსონ ბეიკერთან რომანის შესახებ

217
safe-image

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ 34 წლის მსახიობმა, მეგან ფოქსმა, ბრაიან ოსტინ გრინთან 10 წლიანი ქორწინება 30 წლის კოლსონ ბეიკერთან რომანის გამო დაანგრია. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა უფრო ღრმავდება, ორივე პრესასთან ერმანეთის შესახებ ღიად საუბრობს და გრძნობების გამოხატვასაც არ ერიდება.

გამოცემა Nylon-თან ინტერვიუში მეგანმა რეპერთან ურთიერთობის შესახებ გულწრფელად ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლსონი ერთი ნახვით შეუყვარდა.

„მე მას თვალებში ჩავხედე და ჩემი გული ნამსხვრევებად იქცა, ის ცუნამივითაა“ – აცხადებს ფოქსი. მსახიობმა დაამატა, რომ მას კოლსონისთვის სერიოზული ურთიერთობები არასდროს დაუძალებია, ეს მისი პირადი არჩევანი იყო.

აღსანიშნავია, რომ მეგანი და ბრაიანი ოფიციალურად ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი არიან. მეგანის რომანის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის ივნისში გახდა.

„რატომ აფიქრებინებ ყველას, რომ მე ცუდი დედა ვარ?!“ - მეგან ფოქსი ყოფილ მეუღლეს მიმართავს

განაწყენებულმა ფოქსმა ექს-მეუღლეს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები