LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო” – მერაბ დვალიშვილი

304
BeFunky-collage

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ქართველ მაყურებელს რინგის შემდეგ ემოციები გაუზიარა. „რუსთავი2“ -თან ინტერვიუში მან Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ ცუკერბერგთან ნაცნობობაზეც ისაუბრა, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა.

„მოკითხვა მთელ საქართველოს, ერს. მადლობა ქართველებს, რომელთა მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რაც შეეხება ცუკერბერგს, მასთან დაახლოებით 1 წელია მიმოწერა მაქვს. რინგთან ახლოს იჯდა. მანიშნებდა 30 წამია დარჩენილიო“, – თქვა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს გამარჯვება ცუკერბერგმა პირადად მოულოცა. მან საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები