სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ „ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად“, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ჩარკვიანი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამადაშვილი ნაციონალურ მოძრაობას „ინტელექტისგან დაცლილ“ პარტიას უწოდებს, არჩევნებზე კენჭი მაინც ამ პარტიიდან იყარა. ჩარკვიანის თქმით, „ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ „ბროშკა“ რჩება“.
„და ეს “იცოდა” ასე ფიქრობდა და ამ პარტიიდან იყარა კენჭი ( სულ ცოტა ხნის წინ), თან გულმხურვალე გინებაც გვახოვს უშვერი ქუჩური სიტყვებით ( “ინტელექტით გამოთქმული”), სანამ სიაში შეიყვანდნენ, ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ ” ბროშკა” ,გულქანდა დარჩება“. – წერს თაკო ჩარკვიანი.