LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცუდი დღე ისაა, როცა არ აკეთებ საყვარელ საქმეს, ან აკეთებ, მაგრამ სიამოვნებას ვერ იღებ” – დევიდ ფინჩერის ცნობილი გამონათქვამები

7987
დევიდ ფინჩერი

მართალია, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის დევიდ ფინჩერის კარიერა წარუმატებელი დებიუტით – ფანტასტიკური ფილმით “უცხო 3” აღნიშნა, მაგრამ თრეილერით “შვიდი“, ფინჩერმა სრულად შეძლო რეაბილიტირება, მისი “მებრძოლთა კლუბი” კი, ბევრის აზრით ლიტერატურულ პირველწყაროს სჯობია.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ დევიდ ფინჩერის ცნობილ ფრაზებს:

35 წლის შემდეგ საერთოდ აღარ რჩება სიმართლე, მხოლოდ ტყუილი სხვადასხვა ხარისხით!

მომწონს ადამიანები, რომლებიც ყველასთან და ყველასთვის არ არიან.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა – ონანიზმია, ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული!

სამსაათიანი რომანტიკული კომედია?! – რა სისულელეა! ზოგჯერ ქორწინებაც არ გრძელდება ამდენ ხანს.

ნებისმიერი, ვინც გარშემო იყურება, რათა ისე იცხოვროს, როგორც სხვებმა ან იდიოტია ან ძალიან ავადაა.

ადამიანები საოცრად ნიჭიერები არიან თავისუფალი დროის ფუჭად ხარჯვაში.

მიყვარს პერსონაჟები, რომლებიც არასდროს იცვლებიან და არ სწავლობენ ჭკუას საკუთარ შეცდომებზე.

სხვა ადამიანად რომ შემეძლოს დაბადება აუცილებლად ბრედ პიტი ვიქნებოდი.

კინოში ადამიანები ყოველთვის იმის სანახავად დადიან, რასაც რეალობაში ვერასდროს ნახავენ.

ჩვენ მონადირეებად დავიბადეთ და მომხმარებლები გავხდით, რადგან არაფერია  მოსაპოვებელი, მოსანადირებელი.

ცუდი დღე ისაა, როცა არ აკეთებ საყვარელ საქმეს, ან აკეთებ, მაგრამ სიამოვნებას ვერ ღებულობ.

თქვი რაიმეს გაუგებრად და მაღალფარდოვნად იტყვი, აუცილებლად ათასობით თანამოაზრეს შეიძენ, რომელთაც წარმოდგენა არ ექნებათ რას ამბობ, მაგრამ მაინც ყველგან გამოგყვებიან, რადგან ადამიანი ბრბოს ნაწილია, რომელსაც ლიდერი სჭირდება.