LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრუმორწმუნე მგზავრის გამო ავიარეისი გაუქმდა

97
air

ცრუმორწმუნე მგზავრმა თვითმფრინავის ძრავში მონეტა შეაგდო. შემთხვევა ჩინური ავიაკომპანიის Lucky Air-ის ბორტზე მოხდა და ავიაგადამზიდმა დაუფიქრებელ მგზავრს სასამართლოში უჩივლა.

დამნაშავე მგზავრი ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად მგზავრობდა და მონეტა ძრავში უსაფრთხო ფრენის იმედით შეაგდო. მისი საშიში საქციელის გამო ავიაკომპანიას რეისის გადადება მოუხდა. შესაბამისად, 162 მგზავრი დაზარალდა და კომპანიას მათთვის საკმაოდ სოლიდური კომპენსაციის – 140 ათასი იუანის გადახდა მოუხდა.

ცრუმორწმუნე მგზავრი მაშინვე დააკავეს და მოგვიანებით მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეც აღიძრა. ავიაექსპერტები კი ყველას აფრთხილებენ, რომ ძრავში მონეტის შეგდება ძალიან საშიშია, ამიტომ მსგავსი საქციელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები