LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CRRC: მოსახლეობის 55.2%-ის აზრით, არ არის პარტია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს

112
236115284

საქართველოს მოსახლეობის 55.2% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. ამის შესახებ “ღია საზოგადოების ფონდის” კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10% არის პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46.3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

ამასთან, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა.

მხოლოდ 33% აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების საარჩევნო გეგმას ეცნობა.

კითხვაზე – ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა – მოსახლოების 38.5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს.

კითხვაზე – რა კრიტერიუმით ირჩევენ პარტიები ვინ წამოაყენონ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე – მოსახლეობა ასე პასუხობს:

  • არ ვიცი/უარი პასუხზე: 20.8%;
  • პროფესიონალიზმით: 24.1%;
    საზოგადოებაში ცნობადობით: 17.1%;
  • პატიოსნებით: 6.6%;
  • პირადი კავშირების პარტიის ლიდერებთან: 18.7%;
  • ფულით: 12.4%;
  • სხვა: 0.3%. 

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები