LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CRRC-ის კვლევა – უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსახლეობა უფრო მეტად მხარს უჭერს ზურაბიშვილის მოქმედებებს, ვიდრე ღარიბაშვილის

76
სალომე ირაკლი

2022 წლის 7-10 მარტს CRRC-მა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა. ძირითადი საკითხები მოიცავდა შემდეგს:
ვისი პასუხისმგელობაა ომი უკრაინაში?

როგორ აფასებს მოსახლეობა საქართველოს მთავრობის პასუხს უკრაინაში ომზე?

რას მოითხოვს მოსახლეობა მთავრობისგან უკრაინაში ომის საპასუხოდ?

საქართველოს საშინაო პოლიტიკის საკითხები.

კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა უკრაინის ომთან დაკავშირებით მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოქმედებებს და ნაკლებად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მოქმედებებს, – ასეთია -CRRC-ის კვლევის შედეგები, რომელიც უკრაინაში ომთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს იკვლევდა.

 

 

მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მეტად უნდა დაუჭიროს მხაროს. 32% ფიქრობს, რომ საკმარისად უჭერს მხარს. 2%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო 1%-ის მიაჩნია, რომ მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს.

მოსახლეობას ასევე ჰკითხეს საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გადადგმული რომელი ნაბიჯი იქნებოდა მისაღები ან მიუღებელი მათთვის.

  • ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას 85% იწონებს;
  • ლტოლვილების მიღებას 79% ემხრობა,
  • ფინანსურ დახმარებასაც იწონებს 86%;
  • საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე ნებართვას ემხრობა 42%;

გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა შეეზღუდოთ საქართველოში შემოსვლა; უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდება 31% ემხრობა.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?, – CRRC საქართველომ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

პროცენტები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება” – 22%;
  • „ნაციონალურ მოძრაობა” – 10%;
  • პარტია „საქართველოსთვის” – 3%;
  • „ლელო” – 3%;
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება” – 2%;
  • „პატრიოტთა ალიანსი” – 2%;
  • არცერთს/ყველას გადავხაზავდი – 16%;
  • არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში – 4%;
  • არ ვიცი – 18%;
  • უარი პასუხზე – 20%.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს თუ  არა საქართველო? ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნარიად გადანაწილდა:

კვლევის მეთოდოლოგია: საველე სამუშაოები ჩატარდა 7-10 მარტს, სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები