LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

138
Untitleddfdfdfd

სანტა-მონიკაში Critics Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2024 წლის ცერემონიალზე ყველაზე მეტი ჯილდო „ოპენჰაიმერმა“ მიიღო. კრისტოფერ ნოლანის ფილმმა 8 პრიზი დაიმსახურა. ესენია: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი“, „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“, „საუკეთესო მონტაჟი“, „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“, „საუკეთესო საუნდტრეკი“ და „საუკეთესო კინემატოგრაფია“.

8 ნომინაციიდან 4 ჯილდო – „ოპენჰაიმერის“ ტრიუმფი – „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია

ოპენჰაიმერს მოსდევს გრეტა გერვიგის „ბარბი“ 6 ნომინაციით, მათ შორის „საუკეთესო კომედიისა“ და „საუკეთესო სიმღერის“ (I’m Just Ken) ნომინაციებში.

„საუკეთესო ქალ მსახიობად“ ემა სტოუნი დაასახელეს ფილმისთვის, „საბრალონი“, „საუკეთესო კაც მსახიობად“ კი პოლ ჯამატი ფილმისთვის, „მიტოვებულები“.

რაც შეეხება სერიალებს, 2024 წლის ფავორიტი შოუ „დათვი“, „მემკვიდრეობა“ და „მტრობა“ გახდა.

Critics’ Choice Awards – ის გამარჯვებულები დასახელდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები