LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრემლები და ემოციები – ძალადობის მსხვერპლი 140 ქალი სცენაზე  (ფოტო/ვიდეო)

115

ლოს-ანჯელესში სპორტსმენების დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა, რომლის ყველაზე ემოციური მომენტი კიდევ დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს. The ESPYS-ის დაჯილდოების დროს სცენაზე 140 ყოფილი ტანმოვარჯიშე ქალი გამოვიდა, რომელიც წლების წინ ექიმ ლარი ნასარის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ უკანასკნელს ბრალი უკვე დაუმტკიცდა და მას 175 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

140 ყოფილი სპორტსმენის სცენაზე გამოსვლის მომენტი დარბაზში მყოფი ადამიანებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მაყურებლები ფეხზე,  ცრემლებით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ ქლაბატონებს. ყველა მათგანს მამაცობისა და გამძლეობისთვის არტურ ეშის სახელობის პრემია გადაეცათ.  კამპანია სახელწოდებით Mee Too გასულ წელს დაიწყო და მას უამარვი სპორტსმენი შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები