Credit Suisse Group-ში აცხადებენ, რომ ხანგრძლივი სამართლებრივი დავის ფარგლებში, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონი გადაუხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
ბანკმა თანხა გადაიხადა ჯამში “დროთა განმავლობაში სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე”, – აღნიშნა შვეიცარიის ბანკის პრესსპიკერმა ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ შეტყობინებაში. განცხადებაში არ არის აღნიშნული სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესი.
Bloomberg-ის ცნობით, განცხადება არის ამ ეტაპზე ყველაზე კონკრეტული აღიარება იმისა, თუ რა უჯდება Credit Suisse-ს სამართლებრივი დავა გლობალურად. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2-დღიანი სასამართლო პროცესი სინგაპურში, სადაც მხარეები დასკვნით არგუმენტებს წარმოადგენენ, დაასრულებს პროცესს, რომელიც სექტემბერში დაიწყო.
ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ Bloomberg-ზე.