LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ავიაკომპანია 600-მდე თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს

83
106851590-1615327799134-gettyimages-1306191951-0v5a9812-2021030915923837

COVID-ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ამერიკული ავიაკომპანია United Airlines 600-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას reuters.com ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აგვისტოს დასაწყისში, კომპანია გახდა პირველი ამერიკული გადამზიდავი, რომელმაც მოითხოვა COVID-19 ვაქცინაცია ყველა თანამშრომლისთვის. მათთვის ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენის ბოლო ვადა 28 სექტემბერი იყო.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების პროცესი სამშაბათს დაიწყება. ამასთან, ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლების პროცესის ოფიციალურად დასრულებამდე ვაქცინაციას გაივლიან, სამსახურს შეინარჩუნებენ.

„ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ჩვენი გუნდის უსაფრთხოება ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი,” – აცხადებენ United Airlines-ის მენეჯმენტში.

მათივე ცნობით, ამერიკული ავიაკომპანია გეგმავს, დაახლოებით, 25,000 ადამიანის დასაქმებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვაქცინაცია კი იქნება დასაქმების მთავარი პირობა ყველა ახალი თანამშრომლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები