LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid-19-ზე აცრის წინ არავითარი ანალიზის გაკეთება არაა საჭირო, გაუფრთხილდით თანხებსა და ნერვებს: პაატა იმნაძე

83
პაატა იმნაძე

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წინ არავითარი ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის“, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს არც გაიდლაინი და არც პუბლიკაცია, სადაც ეწერება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების წინ ანალიზის გაკეთებაა შესაძლებელი. იმნაძე საზოგადოებას, მოუწოდებს „თანხებსა და ნერვებს გაუფრთხილდნენ“.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, არავითარი კვლევები, არავითარი ანალიზები აცრის წინ საჭირო არ არის. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ გაიდლაინს, ვერც ერთ პუბლიკაციას, სადაც წერია, რომ ვთქვათ, ამ ანალიზის დროს ვაქცინის გაკეთება შეიძლება და ამ ანალიზის პასუხების დროს არ შეიძლება. ამიტომ კატეგორიულად აცრის წინ ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული, გაუფრთხილდით თქვენს თანხებს და ნერვებს. ამ აცრების წინ რამე ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის, თუმცა ჩვეულებრივ, აცრასთან დაუკავშირებლად პერიოდულად თუ ანალიზებს გავიკეთებთ, კარგია ჩვენი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, მაგრამ ამის აცრებთან დაკავშირება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები