„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ადამიანებს რომელთაც ვაქცინა აქვთ გაკეთებული, ასე ვთქვათ, შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში“, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისივე თქმით, შესაძლოა, შეღავათი შეეხოს გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას, ან კიდევ გარე სივრცეში პირბადის ტარებას.
მისივე განცხადებით, მომდევნო კვირაში ორჯერადად აცრილი ადამიანების რაოდენობა 14 00-მდე გაიზრდება, ამიტომ ამ ადამიანებს ქვეყნისგან მეტი შეღავათი და სტიმული უნდა ჰქონდეთ.
“ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი. იგივე კიდევ სხვა ინიციატივები, რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაღჟერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი. მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილები მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, დახურულებში კი, ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიამრთებაში.
ამიტომ, ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, სადღაც 15 მაისამდე დაგვიგროვდება დაახლოებით 14 000-მდე სრულად, ანუ ორჯერადად აცრილი ადამიანი და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და მეტი შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან“. – ამბობს ამირან გამყრელიძე.