ბრაზილიელი ნარკობარონი სერხიო რობერტო დე კარვალიუ, რომელიც ვითომდაც 2020 წლის აგვისტოში კორონავირუსს შეეწირა, ნახევარი წლის შემდეგ უნგრეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Vice ავრცელებს.
საკმაოდ დიდი საერთაშორისო ნარკომოვაჭრე, მეტსახელით მაიორი კარვალიუ, ამ დრომდე მდიდრულ ვილაში ცხოვრობდა და სხვა ადამიანის ვინაობით სარგებლობდა. დამნაშავე უნგრელმა და პორტუგალიელმა პოლიციელებმა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
2020 წლის აგვისტოში კარვალიუ ესპანეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მიუხედავად ყალბი პასპორტისა, ის მაინც იცნეს და მამაკაცს ნარკოტიკის დიდი პარტია ჩამოართვეს. ეჭვმიტანილი ციხიდან გირაოთი გამოვიდა და მოგვიანებით მისი Covid-19-ით გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა. ნარკომოვაჭრის გარდაცვალების ცნობა 2020 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება და ცნობაში აღნიშნულია რომ კრიმინალის სხეულს კრემაცია გაუკეთეს.
სიკვდილის გათამაშების შემდეგ კარვალიუ წინასწარ გამზადებული პასპორტით სარგებლობდა და ძალიან მშვიდადაც ცხოვრობდა. თუმცა, ესპანეთის ხელისუფლებამ მისი სიკვდილი არ დაიჯერა და რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ მის კვალსაც მიაგნო.