LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

covid-19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს – ADB

117
1591860500-R05RG5UzIIYC7Xr7AdsMRBpUay69UkjUNNMrX0pOyo23jW5zNSuoKFBf1AJmFiEuVvnHDPeBIxnCyxmff6GKWtdJOKS6PIYTQHT6VbyKMbQzyPIdU-tP7OzqYW7h0aNIWfEqqtTU

Covid-19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს, ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში ქვეყანას უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.

ADB-ის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

„მსხვილი რეგიონული სავაჭრო და საერთაშორისო ტურისტული ცენტრის რანგში, საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა ახალი კორონავირუსისადმი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანამ საოცრად კარგად მოახდინა პანდემიაზე რეაგირება და მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს დაუფასდა გახსნილობისა და ჯეროვანი მმართველობისადმი ნაკისრი მრავალწლიანი ვალდებულება. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვირუსის გავრცელების შეკავებაში მიღწეული წარმატება ადრეული ქმედებებისა და ქმედითი აღსრულების დამსახურებაა. საქართველოში პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე დაწესდა სამედიცინო შემოწმება მოგზაურებისთვის, ისევე როგორც გადაადგილების შეზღუდვები. ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეარბილა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს,“ – წერს შეინ როზენტალი და დასძენს, რომ საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავებისა და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად.

„ყოველივე ეს საქართველოს უქმნის ძლიერ პლატფორმას და ახალ შესაძლებლობებს მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობისთვის“, – ამბობს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები