LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-ის დადასტურების გამო, 42 ბაღია დახურული: ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

80
საბავშვო-ბაღიიიი

COVID-19-ის დადასტურების გამო, დღევანდელი მონაცემებით, 42 ბაღია დახურული. ამის შესახებ “ფორტუნას” თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 1 მარტიდან დღემდე კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო სულ 46 ბაღი დაიხურა. აქედან ოთხმა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.