ხართ თუ არა ინფიცირებული, ამის დადგენა კიდევ უფრო სწრაფად გახდა შესაძლებელი. ჩინელმა მეცნიერებმა COVID-19 ტესტი ტესტი შექმნეს, რომელიც შედეგს 4 წუთში აჩვენებს, ინფორმაციას კი DW ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეაგროვეს ცხვირის ნიმუშები 33 PCR-დადებითი კოვიდინფიცირებული პაციენტისგან, 23 PCR-უარყოფითი პაციენტისგან, ექვსი გრიპის დადებითი პაციენტისგან და 25 ჯანმრთელი მოხალისისგან. ახალმა ტესტმა ყველა შემთხვევა, შეცდომის გარეშე, ოთხ წუთში ზუსტად დაამუშავა.
DW-ის ინფორმაციითვე, კორონავირუსის გამოსავლენად დღეს, ბაზარზე ყველაზე ზუსტი PCR ტესტებია, რომლებსაც მონაცემების დასამუშავებლად რამდენიმე საათი სჭირდება.