ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნე ივანიშვილი კოვიდინფიცირებულია.
ცოტა ხნის წინ ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ტესტის პასუხი, რომელიც დადებითია და ადასტურებს, რომ მილიარდეკრის მვაჟი კოვიდინფიცირებულია.
ამბები. გეს პოჯახის ახლობელმა დაუდასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
მისი ინფოირმაციით, ცოტნე საქართველოში იმყოფება და ყველა წესის დაცვით იზოლაციაშია.
ცოტნე ივანიშვილი კორონავირუსით, სავარაუდოდ, პარიზიდან საქართველოში დაბრუნების დროს დაინფიცირდა.
„მსუბუქ ფორმებში აქვს ვირუსი, თავს კარგად გრძნობს და ძალიან კარგ განწყობაზეა. საფრანგეთში მოგზაურობდა და სავარაუდოდ, ამ დროს შეხვდა კოვიდი…“ – უყვება სანდო წყარო ამბები.გეს.
ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის შვილებიდან მხოლოდ ცოტნე ატარებს დიდ დროს საქართველოში. უფროსი შვილი უტა ივანიშვილი პარიზში ცხოვრობს, გვანცა – ამერიკაში, ბერა კი, ცოლ-შვილთან ერთად, თვეებია სამხრეთ კორეაში იმყოფება.
ცოტნე რამდენიმე კვირის წინ ოჯახის წევრების მოსანახულებლად გაემგზავრა. პარიზსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
ცოტნე ივანიშვილი მილიარდერის უმცროსი ვაჟია. გატაცებულია ხატვით და პერიოდულად გამოფენებსაც მართავს.