LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?” – მარინა კალიურანდი კობახიძის განცხადებას პასუხობს

568
BeFunky-collage (1)

ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი ეხმაურება “პირველებთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროპის პარლამენტის რამდენიმე წევრის მიმართ. ევროდეპუტატი ამბობს, რომ კრიტიკა “ქართულმა ოცნებამ” სერიოზულად და ყურადღებით უნდა მოისმინოს, რადგან ქვეყანა ახლა ყველაზე კრიტიკულ მომენტშია.

„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?! თუ ვინ ვარ? საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ. თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩემი რჩევა სერიოზულად.

ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება. ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად.

საქართველო ძალიან რთულ პერიოდშია – ომი უკრაინაში, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება, ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია. ჩემი რჩევა მიემართება ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომ იყვნენ ერთად, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ეროვნული ინტერესები დააყენონ პირველ ადგილას. დაივიწყეთ პოლარიზაცია, თქვენ მუშაობთ მომავალზე. თქვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა კალიურანდმა „TV პირველის“ ეთერში.

უკუსვლა არის აღქმებში, “ნაციონალური მოძრაობა”, “კრამონები და ფოტიგები” არიან ანტიევროკავშირი – კობახიძე

თუ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა… კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები