ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2019 წლის მიხედვით საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა.
2009 წლიდან მოყოლებული სიას სათავეში პირველად ჩაუდგა ინგლისის პრემიერლიგა. მეორეზე გავიდა… ბრაზილიის ჩემპიონატი, ლა ლიგა მესამეა. ბუნდესლიგა კი ათეულს ასრულებს, რომელსაც რატომღაც ნიდერლანდების ჩემპიონატიც კი უსწრებს.
IFFHS არ იუწყება, რის საფუძველზე შედგა რეიტინგი და რის მიხედვით მიანიჭეს ქულები, თუმცა ი კია აღნიშნული, რომ პრემიერლიგის გაპირველებაზე სერიოზულად იმოქმედა „ლივერპულის“, „ტოტენჰემის“ და „სიტის“ გამოსვლამ.
რეიტინგის ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. ინგლისი – 1287 ქულა
2. ბრაზილია – 1165
3. ესპანეთი – 1141
4. იტალია – 939
5. კოლუმბია – 849
6. პორტუგალია – 834
7. საფრანგეთი – 818
8. ნიდერლანდები – 790,5
9. არგენტინა – 776
10. გერმანია – 765,5