ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მთავრობას რეკომენდაციას აძლევს.
“შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ”, – ამბობს ცერცვაძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები, სადაც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია.
სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი - მთავრობა
"ეკონომიკა არ არის მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი"
“როგორც ექიმი, მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების რისკის რიცხვის ზრდას, ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ ბუმერანგივით დაგვარტყა უკან და გამოიწვია ხელმეორე იძულებითი შეზღუდვები. ახლა იცით ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო სულელები სხვის შეცდომებზე – ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, როდესაც გადაჭარბებული ოპტიმიზმით, დაუფიქრებლად გავხსენით ყველაფერი.
მე როგორც სპეციალისტი ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას. ეს მესმის, რომ ცუდია ბიზნესის ცალკეული სფეროებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებისთვის, მაგრამ უკეთეს გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ერთადერთი შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი”, – ამბობს ცერცვაძე.