LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდეთ“ – გიგა ოთხოზორიას დედა

268
Untitled design (4)

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა.

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა“ – გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა 

შვილის საფლავთან მყოფი გიგა ოთხოზორიას დედა, ჟურნალისტებთან საუბარში მოსკოვიდან თბილისისკენ შესრულებულ პირველ ავიარეისს გამოეხმაურა:

„დღეს ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი რომ წამოვწიო წინ, მერიდება. მე ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ. მე მგონი, ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდეთ“, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ.

ვიდეო: „დავიძარით.. არა რუსულ ფრენებს“ – ავტოკოლონებით აეროპორტისკენ მსვლელობა დაიწყო 

„საქართველოს მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს“ – მოსკოვი-თბილისის პირველი რეისით საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები მოფრინავენ

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გიგა ოთხოზორიას საფლავზე მისვლას აშშ-ის ელჩიც აპირებს, ოთხოზორიას დედამ განაცხადა:

„ჩემი შვილის სასაფლაოს ზღურბლს ვინც გადმოაბიჯებს, ჩემთვის ყველა იმდენად მისაღებია.. თუნდაც აი ახლა, მოვიდეს ჩემი შვილის მკვლელი და მითხრას: მაპატიე, შვილი მოგიკალიო, შესაძლებელია აქ ისიც შემოვუშვა“, – თქვა ოთხოზორიას დედამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზედაც ვერ შეთანხმდნენ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ ე.წ. გაგრის ჯგუფის 3 წევრს 9-9 წლით პატიმრობა შეეფარდა

ოთხოზორიას დედა: ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია [ვიდეო]