LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ComCom-მა ამბროლაურში 300-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

116
12

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანას, ბუგეულის, ჭრებალოს, ძირაგეულის, ხოტევის, ხვანჭკარას, კლდისუბნის, მეორე ტოლას, წესის, ნიკორწმინდის, პირველი ტოლას, სადმელის, ლიხეთის, ურავისა და კვაცხუთის 300-ზე მეტი მოსახლე ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.

სპეციალისტების დახმარებით მონაწილეებმა ინფორმაციის მოძიების,  ელექტრონული ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სემინარი ასევე ჩატარდა სოფელ სადმელის ინკლუზიის ცენტრის ბენეფიციარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ პროექტი Log-in Georgia ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მისი შემადგენელი ნაწილია. Log-in Georgia საქართველოს 500 000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.