ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბათუმის დაცვის პოლიციის თანამშრომელს, ნუგზარ სამნიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი 5 დეკემბერს დააკავა.
ბათუმში ცოლზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
„პოლიციელმა 4 დეკემბერს აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მის მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.“
ბრალდებულმა ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა ცოლზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სამნიძეს გირაოს გადახდა დააკისრა, მას ასევე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება.