10 იანვარს მოქმედ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი ლაშა ჩიქოვანი, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ჩიქოვანი მონასტერში უკვე გაიგზავნა, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ მონასტერში მოინანიებს სასულიერო პირი წარდგენილ ბრალდებას.
“ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა” – რას ყვება ქალი, რომელზეც მღვდელი ქმარი 10 წელი ძალადობდა (ვიდეო)
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარი შეუფარდა. ნინო ჩიქოვანმა (გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს.
საქმეზე წინასასამართლო პროცესი 4 მარტს არის ჩანიშნული.
ყოფილი ცოლის მიმართ მუქარაზე სასულიერო პირს გირაო შეეფარდა