LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლმა ქმრის სახლში გასაჩერებლად უკანა ეზოში პაბი ააშენა

218
pub-news3445

დატვირთული დღის ბოლოს პაბში წასვლა და მეგობრებთან დროის გატარება ალბათ საუკეთესო რელაქსაციაა.

თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ნორმის შეგრძნება არ აქვს და ამის კარგი მაგალითი ინგლისელი პოლ ტაპერია, რომელიც ყოველ საღამოს ადგილობრივ პაბში ატარებდა და ამით ცოლს ძალიან აღიზიანებდა.

48 წლის ჯეინ ტაპერი ქმრის გასვლებით იმდენად დაიღალა, რომ გადაწყვიტა მისთვის საკუთარი პაბი უკანა ეზოში მოეწყო.

ქალმა 15 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, რათა ბაღი მოეწესრიგებინა, შემდეგ კი 3 ათასი შენობის აგებას მოახმარა.

ოჯახმა დეკორაციაზე ფული მაქსიმალურად დაზოგა და მეორადი ინვენტარი ინტერნეტით შეიძინა. პაბში სათამაშო აპარატი Space Invaders დადგეს, რომელიც 650 ფუნტი სტერლინგი ღირს.

საოჯახო პაბს „ძაღლის ბუნაგი“ დაარქვეს და ოჯახი იქ ყოველი საღამოს გატარებას გეგმავს.

დედის იდეა განსაკუთრებით შვილებს მოეწონათ, რადგან პირადი პაბი მათ ბევრ ფულს დააზოგინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები