LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლმა და ქმარმა ისე იჩხუბეს, რომ ერთმანეთი საგიჟეთში რიგრიგობით ჩააბარეს

114
Screenshot 2023-07-05 121439

ჩინეთში მეუღლეებმა ერთმანეთი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩააბარეს, რადგან ჩხუბის შემდეგ ვერ რიგდებოდნენ. უჩვეულო ისტორიის შესახებ china Morning post წერს.

ციუ იანმა და იუან ცინმა, რომლებიც შანსის პროვინციაში ცხოვრობენ, 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში საგიჟეთში გარკვეული დრო გაატარეს, თანაც როგორც პაციენტებმა. ორივე შემთხვევაში მიზეზი ერთმანეთის გაბრაზება იყო.

იანის და ცინის ურთიერთობა 2021 წლიდან გაფუჭდა, წყვილი ბევრს ჩხუბობდა და სიყვარულიც თითქოს სადღაც გაქრა. ამ კონფლიქტების დროს იანი ქმარს ხშირად ეუბნებოდა, რომ ის ემოციურად არასტაბილური იყო და სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა. მამაკაცი საბოლოოდ ფსიქიატრთან მოხვდა კიდეც და მას კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს.

ცინის თქმით ცოლს მისი ფსიქიატრიულში გამომწყვდევა სურდა და 2022 წლის ბოლოს ეს მოახერხა კიდეც. მამაკაცი სამსახურის მერე დაიჭირეს, მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში ძალით წაიყვანეს. ჩინელმა 80 დღე იმკურნალა, რის შემდეგაც ის ჯანმრთელად აღიარეს და გამოუშვეს.

2023 წლის თებერვალში კი დაახლოებით იმავე გზით, ფსიქიატრიულში ქალიც მოხვდა. მამაკაცმა ექიმები დაარწმუნა, რომ მის ცოლს დახმარება სჭირდებოდა. იანს საავადმყოფოში ბევრად ნაკლები დროის გატარება მოუხდა, რადგან ის ნათესავებმა გადაარჩინეს.

გაბრაზებულმა ცოლმა ქმარს პოლიციაშიც უჩივლა, თუმცა არასაკმარისი ინფორმაციის გამო საქმე არ აღძრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები