LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Colliers-მა რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობა შეწყვიტა

72
colliers-001

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers 28 წლიანი მუშაობის შემდეგ, რუსეთსა და ბელარუსს ტოვებს.

„Colliers მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და კატეგორიულად გმობს რუსი სამხედროების შეჭრას. ამ ქმედებებს არ აქვს გამართლება და სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, რუსული აგრესიის საპასუხოდ, Colliers-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ოპერირება რუსეთსა და ბელარუსში”,- განაცხადა Colliers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეი ჰენიკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები