ქართული წარმოშობის მომღერალს გრიგორი ლეპსის პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. ცნობილი ხდება, რომ ის ამჯერად შეყვარებულმა, ტელეწამყვანმა იულია ბარანოსკაიამ მიატოვა. ეს სწორედ ის ქალბატონია, ვის გამოც ლეპსი ცოლმა მიატოვა. რუსული მედია წერს, რომ გრიგორი ლეპსი ახლა დეპრესიაშია და ყოფილ ცოლთან, ანა შალპიკოვასთან შერიგებას ცდილობს.
რაც ეხება იულია ბარანოსკაის, ის რადიოწამყვანი სწორედ ლეპსის დახმარებით გახდა. ბარანოვსკაია ლეპსთან ერთად ესწრებოდა ყველა მუსიკალურ ფესტივალსა და დაჯილდოების ცერემონიას. როგორც ჩანს, 41 წლის ბარანოვსკაიას, 59 წლის ლეპსი, უბრალოდ მობეზრდა.
„ჩვენი კაცური კაცი დონბასშია“ – მარგარიტა სიმონიანი გრიგორი ლეპსიზე