LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლის მიერ მოკლული ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

422
ll

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ დვალიშვილს, რომელსაც ცოლმა 7 თვის შვილი მოუკლა, ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

უფლებადამცველი საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს უკვე სამართალდამცველებისგან ელოდება.

დვალიშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ არ იცოდნენ თუ გოგონა არასრულწლოვანი იყო.

“თვითონ იყო 18 წლის, მეუღლე თურმე 16 წლის, მაგრამ არ ვიცოდით რამდენის იყო. შეცოდების მიზნით შემოიყვანა სახლში, რადგან დედას გამოექცა და სახლში აღარ დაბრუნდებოდა, თუ კი ცოლად არ მოიყვანდა თავს მოიკლავდა, შეეცოდა და ამის გამო სავარაუდოდ, წარედგინება ბრალი”- ამბობს მიხეილ დვალიშვილის მამიდა.

დედისგან მოკლული ჩვილის მამა ალაპარაკდა (ვიდეო)

რაც შეეხება მის ყოფილ მეუღლეს, ის უკვე მსჯავრდებულია 7 თვის შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები