ახალციხეში, კლინიკა „იმედის” ტერიტორიაზე ხმაური იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ექიმს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაცვის თანამშრომლებმა დაპირისპირების განმუხტვა მოახერხეს.
„ცოლი მომიკალით“, – ამ სიტყვებით მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის თანამშრომელს.
დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცავებმა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ტერიტორია დაატოვებინეს.